+(995 32) 210 20 80

ევროპის შუაგულში მდებარე მდიდარი ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა. ავსტრია მთელ მსოფლიოში ცნობილია საუკეთესო სამთო–სათხილამურო კურორტებით, არაჩვეულებრივი ტბებით და ულამაზესი ქალაქებით. ავსტრიას ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, დასავლეთით შვეიცარია და ლიხტენშტაინი, სამხრეთით იტალია და სლოვენია, ხოლო აღმოსავლეთით უნგრეთი და სლოვაკეთი. ქვეყანა დაყოფილია 9 ფედერალურ მიწად: ფორალბერგი, ტიროლი, კარინთია, ზალცბურგი, ბურგენლანდი, შტირია, ზემო ავსტრია, ქვემო ავსტრია, ვენა.
დედაქალაქი: ვენა
სახელმწიფო ენა - გერმანული
რელიგია – ძირითადი კათოლიციზმი
კლიმატი - ზომიერი კონტინენტალური. ზამთარში ტემპერატურა –2 გრადუსამდე ეცემა, სამთო რეგიონებში –14 გრადუსამდე. ვენის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ადრეული შემოდგომა და გვიანი გაზაფხულია.
დრო – GMT + 1
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
ფეხის ქირა – მიღებულია მომსახურების საფასურზე 5–10% ის დამატება
სამზარეულო – ავსტრიული სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია და რეგიონების მიხედვითაც განსხვავდება. მის მთავარ ღირსებას შნიცელი წარმოადგენს რომელსაც გარნირად ბოსტნეულის სალათები მოყვება. ასევე აღსანიშნავია ისეთი კერძები როგორიცაა, ყველის სუპი, მოხარშული ძროხის ხორცი „tafelspitz”-ის სოუსით, ომლეტი „kaiserschmarrn“, კლასიკური დესერტებიდან კი გამოირჩევა ვაშლის შტრუდელი და ტორტი ზახერი.




























