+(995 32) 210 20 80

მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მალაკის ნახევარკუნძულსა და ფილიპინებს შორის. კუნძული იყოფა სამი სახელმწიფოს ინდონეზიის, მალაიზიისა და ბრუნეის შემადგენელ ნაწილებად.
სარავაკი – კუნძულ ბორნეოზე მდებარე მალაიზიის ყველაზე დიდი შტატია, სადაც ეწევიან ნავთის, ყავის, კაკაოსა და პალმის ზეთის მოპოვებას. შტატის დედაქალაქია კუჩინგი. სარავაკის ისტორია ეფუძნება არაჩვეულებრივ მოვლენებს, საინტერესო ლეგენდებსა და ლირიულ გადმოცემებს. ბუნება მართლაც რომ განსაკუთრებულია: ხშირი გაუვალი ჯუნგლები, უნიკალური ცხოველებისა და მცენარეების სამყარო, თეთრი სანაპიროები, მსოფლიოში უდიდესი გამოქვაბულები. სარავაკის მთელი ტერიტორია დასერილია მდინარეებით, ნავები აქ ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა. ცნობილია მულუს ეროვნული პარკი - მსოფლიოში ერთერთი უდიდესი გამოქვაბულთა სისტემა, სადაც ქვაბულები გადაჭიმულია 295 კმ-ზე.
შტატი საბახი
კლიმატი აქ ნაკლებად ნესტიანია, ვიდრე მეზობელ სარავაკის შტატში. წლიური ტემპერატურა მერყეობს 28 – 35 გრადუსებს შორის. ოქტომბერი – თებერვალი აქ მეტნაკლებად წვიმიანია, თუმცა ტროპიკული წვიმები დიდხანს არ გრძელდება, დაუშვებს და შემდეგ უეცრად ისევ გამოიდარებს. მთებში ტემპერატურა ზოგჯერ 10 გრადუსამდეც ეცემა.
დაუსრულებელი ქვიშის პლაჟები, რომლებიც გადაჭიმულია 1440 კმ-ზე, ტალღებისაგან დაცულია მარჯნის რიფებით. სასტუმროების უმრავლესობას არ აქვს საკუთარი პლაჟი, თუმცა რამდენიმე წუთში მოტორიანი ნავით მოხვდებით ზღაპრულ კუნძულებზე, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი სანაპიროებით და კამკამა ზღვით.
შტატის დედაქალაქია კოტა კინაბალუ, საიდანაც მალაიზიის ბევრ ქალაქთან ხორციელდება საჰაერო მიმოსვლა.
ამ შტატს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს მთა კინაბალუ, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალი წერტილია (4101 მ) და ველური ბუნებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს. კოტა კინაბალუ ზუსტად მთის ძირში მდებარეობს და მოწმენდილ ამინდში კარგად ჩანს მისი მწვერვალი. ეს არის თანამედროვე ქალაქი ცათამბჯენებით. აქედან შეგიძლიათ გაისეირნოთ მეზობელ სახელმწიფოში - მსოფლიოში უპატარავეს და უმდიდრეს ბრუნეიში.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Locked Bag 100, Kota Kinabalu, Sabah, Malaysia |
| უბანი | საბაჰის შტატი |
| ვებ გვერდი | www.nexusresort.com/new/index.html |
| სასტუმროს მომსახურება | აუზი, 5 რესტორანი, სპა სალონი, წყლის სპორტის სახეობები, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის მოედანი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Pantai Dalit Beach 89208 Tuaran, Sabah |
| უბანი | საბაჰის შტატი |
| ვებ გვერდი | www.shangri-la.com/en/property/kotakinabalu/rasariaresort |
| სასტუმროს მომსახურება | აუზი, საბავშვო კლუბი და აუზი, 4 რესტორანი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, გოლფის მოედანი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 20 Jalan Aru, Tanjung Aru 88100 Kota Kinabalu, Sabah |
| უბანი | საბაჰის შტატი /აეროპორტიდან 10კმ |
| ვებ გვერდი | www.shangri-la.com/en/property/kotakinabalu/tanjungaruresort |
| სასტუმროს მომსახურება | 2 აუზი, საბავშვო აუზი და კლუბი, 4 რესტორანი, სპა სალონი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, გოლფი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 1 Sutera Harbour Boulevard, Kota Kinabalu, 88100 Sabah |
| უბანი | კოტა კინაბალუ |
| ვებ გვერდი | www.suteraharbour.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | გამაჯანსაღებელი ცენტრი, სპა სალონი, აუზი, გოლფის მოედანი, ბოულინგი, გასართობი პროგრამები |














