+(995 32) 210 20 80

გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მოთხილამურეებს შეუძლიათ ისიამოვნონ, როგორც საფრანგეთის ტერიტორიაზე სრიალით, ასევე გამოსცადონ იტალიისა და შვეიცარიის სათხილამურო ტრასებიც.
მონბლანის 25 კმ საავტომობილო გვირაბის საშუალებით შესაძლებელია მოხვედრა იტალიის სათხილამურო კურორტ კურმაიერში.
შამონი მდებარეობს ჟენევის აეროპორტიდან (Geneva-Cointrin International airport) 88 კმ-ში, ლიონის აეროპორტიდან (Lyon-St-Exupery Intenational airport) 220 კმ-ში, ტურინის აეროპორტიდან (Turin-Caselle International airport) 171 კმ-ში. ჟენევისა და ტურინის აეროპორტებიდან შამონის მიმართულებით რეგულარულად მოძრაობს ავტობუსი, ხოლო ლიონიდან მოხვედრა მატარებლის საშუალებითაც შესაძლებელია.
შამონის სათხილამურო ზონა პირობითად იყოფა მაღალ და დაბალ სასრიალო არეალებად. მაღალ არეალს მიეკუთვნება ტური - ვალორსინი - კოლ დე ბალმის (Tour — Vallorcine — Col de Balme) სასრიალო ზონა, რომელიც მოიცავს საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიებს. აქ განიერი და ბრწყინვალედ მომზადებული ტრასებია. ერთადერთი ამ ტერიტორიის მინუსი ხშირი ძლიერი ქარია, რის გამოც პერიოდულად საბაგიროებიც იხურება.
სასრიალო ზონა ლე გრან მონტე - ლონანი - არჟანტიერი (Les Grands Montets — Lognan — Argentiere) გამოირჩევა დამუშავებული და გაუკვალავი ტრასების მრავალფეროვნებით და იზიდავს ყველა ტიპის სრიალის მოყვარულებს.
თეთრი ველის (La Vallee Blanche) სასრიალო ზონა 20 კმ სიგრძის ტრასაა 2770 მეტრი სიმაღლის ცვალებადობით. თანამგზავრის გარეშე არ არის რეკომენდირებული აქ სრიალი, ვინაიდან ტრასა გადის მყინვარის სახიფათო მონაკვეთებზე.
ლეზ უშის (Les Houches) სასრიალო ზონა აერთიანებს დამწყებთათვის იდეალურ მრავალ მარტივ, განიერ და კომფორტულ ტრასას, მათი უმრავლესობა გადის ტყეში. აქედან იშლება მონბლანის ულამაზესი ხედი.
დაბალი სასრიალო ზონა
მონ ბლანის მყინვარი - ლე ბოსონი (Glacier du Mont-Blanc — Les Bossons) ცნობილია გიგანტისა და სლალომის ოლიმპიური ტრასებით.
ლე პლანარის (Les Planards) სასრიალო ზონა განკუთვნილია დამწყებთათვის, ასევე გამოიყენება სლალომში შეჯიბრებებისთვის და ვარჯიშებისთვის.
კურორტის სიმაღლე - 1035 მეტრი
უმაღლესი წერტილი - 3842 მეტრი
მაქს. ვერტიკალური ვარდნა - 2807 მეტრი
ყველაზე გრძელი ტრასა - 20 კმ
მარკირებული სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე - 170 კმ
დამწყებთათვის - 39 კმ
საშუალო დონის - 109 კმ
გამოცდილთათვის - 22 კმ
საბაგიროების რაოდენობა - 49
- 19
- 16
- 13
სნოუბორდისტებისთვის არის სპეციალურად აღჭურვილი პარკი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კურორტის ვებ-გვერდს www.chamonix.com

| კატეგორია | 4* |
| მისამართი | რუსთაველის გამზ.# 17 |
| უბანი | ცენტრთან ახლოს, უფასო ტრანსფერი საბაგირომდე |
| ვებ გვერდი | www.hameaualbert.fr/ |
| სასტუმროს მომსახურება | მიშლენის 2*-ანი რესტორანი, ღია და დახურული აუზი, ფიტნესი |

| კატეგორია | 4* |
| მისამართი | 75, Rue du Docteur Paccard 74400 Chamonix Mont Blanc |
| უბანი | ცენტრში |
| ვებ გვერდი | www.grandhoteldesalpes.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | აუზი ხელოვნური ტალღებით, საუნა, ჰამამი |

| კატეგორია | 4* |
| მისამართი | 179 rue Mummery 74400 Chamonix Mont-Blanc |
| უბანი | ცენტრში, საბაგიროდან 300მ |
| ვებ გვერდი | www.lesbalconsdusavoy.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | სასტუმრო-აპარტამენტი, ოთახები აღჭურვილია სამზარეულოთი, სპა ცენტრი, აუზი, საბავშვო ოთახი |

| კატეგორია | 4* |
| მისამართი | 145, Avenue de l'Aiguille du Midi, 74400 Chamonix-Mont-Blanc |
| უბანი | ცენტრში, საბაგიროებთან ახლოს |
| ვებ გვერდი | www.morgane-hotel-chamonix.com/en/ |
| სასტუმროს მომსახურება | მიშლენის 1*-ანი რესტორანი, საცურაო აუზი, საუნა, თურქული აბანო |

| კატეგორია | 3* |
| მისამართი | 149 Allue Recteur Payot Chamonix |
| უბანი | ცენტრში, საბაგიროდან 400 მეტრი, სათხ. ავტობუსი სასტუმროსთან |
| ვებ გვერდი | chamonix.mydestinationinfo.com/en/hotel-prieure |
| სასტუმროს მომსახურება | ორჯერადი კვება, საუნა, ორთქლის აბანო, ჯაკუზი |

| კატეგორია | 3* |
| მისამართი | 79 Avenue du Mont-Blanc, 74404 Chamonix |
| უბანი | ცენტრში, მონბლანის გვერდით |
| ვებ გვერდი | www.chamonix.net/english/accommodation /hotels/3star.htm |
| სასტუმროს მომსახურება | ორჯერადი კვება, საუნა, ჯაკუზი, ორთქლის აბანო, ბილიარდი |

| კატეგორია | მიშლენის 2* |
| მისამართი |
38 rte du Bouchet F - 74400 Chamonix-Mont-Blanc |
| სამუშაო დღეები | დაკეტილია 8–26 მაისი, 30 ოქტომბრიდან–1 დეკემბრამდე, სამშაბათისა და ხუთშაბათის ლანჩზე, ოთხშაბათს |
| სამზარეულო | კლასიკური |
| საშუალო ღირებულება | Lunch 39€ - Menu: 56€/ 138€ - Carte: 120€/190€ |

| კატეგორია | მიშლენის 1* |
| მისამართი |
151 av. Aiguille du Midi F - 74400 Chamonix-Mont-Blanc |
| სამუშაო დღეები | - |
| სამზარეულო | à la mode |
| საშუალო ღირებულება | Lunch 17€ - Menu: 65€/ 85€ - Carte: 45€/80€ |

| კატეგორია | ––– |
| მისამართი |
23 rte du Golf F - 74400 Les Praz-de-Chamonix |
| სამუშაო დღეები | დაკეტილია 6–30 ნოემბერი |
| სამზარეულო | à la mode |
| საშუალო ღირებულება |
Lunch 19€ - Menu: 28€ - Carte: 32€/76€ |














