+(995 32) 210 20 80

კოსტა ბრავას უკავია კატალონიის აღმოსავლეთ სანაპირო საფრანგეთის საზღვრებიდან ბარსელონამდე. საზღვაო სეზონი იწყება ივნისში და გრძელდება ოქტომბრამდე. ეს ადგილი ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი პეიზაჟებით. კლდოვანი სანაპიროები, ქვიშიანი პლიაჟები, ბუნებრივი გამწვანება და სუფთა ჰაერი ქმნის შესანიშნავ გარემოს დასასვენებლად.
მატარებელი ბარსელონიდან დადის ყოველ 30-50 წუთში (ღამით მოძრაობა გაჩერებულია).
კოსტა ბრავა ნამდვილი სამოთხეა აქტიური დასვენების მოყვარულთათვის, აქ შესაძლებელია დაკავდეთ წყლის სპორტის ნებისმიერი სახეობით და ასევე ექსტრემალური სპორტით, გაერთოთ აკვაპარკებში, ითევზაოთ, ითამაშოთ გოლფი.
კულტურული დასვენების მოყვარულებს შეუძლიათ დაათვალიერონ მუზეუმები, საკათედრო ტაძრები, უძველესი ქალაქები და ბევრი სხვა რამ.
ძირითადი კურორტებია: პლაია დე არო, ტოსა დე მარი, ლორეტ დე მარი
პლაია დე არო - თანამედროვე ქალაქია, უამრავი ღამის კლუბით და დისკოთეკით, მომსახურეობის მაღალი დონით.
ტოსა დე მარი - სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, სადაც ძალიან თბილი და წყნარი ატმოსფეროა. ქალაქში შენარჩუნებულია ძველი ნაგებობები და ანდალუსის სტილის სახლები.
ლორეტ დე მარი - უმეტეს წილად ახალგაზრდული კურორტია. ქალაქში დაახლოებით 200 სასტუმრო, უამრავი ბარი, რესტორანი და კლუბია. აქ მდებარეობს კატალონიის უძველესი და ერთადერთი კაზინო და ქალაქთან ახლოს არის კოსტა ბრავაში უდიდესი აკვაპარკი "Water World".

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Calle Francesc Layret, 3 - 5 | Platja de Fenals, Lloret de Mar |
| მდებარეობა | -- |
| ვებ გვერდი | www.alvapark.com |
| სასტუმროს მომსახურება | საცურაო აუზი, საბავშვო აუზი, საბავშვო კლუბი, სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Avd. América 1, Playa de Fenals 17310 LLoret de Mar |
| უბანი | 1.5 კმ ლორეტ დე მარის ცენტრიდან |
| ვებ გვერდი | www.rigat.com |
| სასტუმროს მომსახურება | კერძო ქვიშიანი პლიაჟი, 2 აუზი, სპა ცენტრი |














