+(995 32) 210 20 80

კოსტა დორადა “ოქროს სანაპირო” პროვინცია ტარაგონას ეკუთვნის. სასტუმროები როგორც წესი სანაპირო ზოლზე არ მდებარეობს, თუმცა კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურის წყალობით ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
არაჩვეულებრივი ოქროსფერი ქვიშის პლიაჟები, რბილი კლიმატი, კონტრასტული პეიზაჟები, უნიკალური ნაკრძალები, პროვინციის ძველი და მდიდარი ისტორია იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.
სუპერთანამედროვე გასართობი კომპლექსები, უამრავი მაღაზია, რესტორნები, კაფეები... ღამის ცხოვრება - ნებისმიერი აქაური კურორტის განუყოფელი ნაწილებია.
სანაპიროებზე წყალი ღრმა არ არის, რაც ბავშვებიან ოჯახებს განსაკუთრებით იზიდავს. კურორტის ყველაზე ცნობილი ადგილია თემატური პარკი პორტავენტურა, რომელიც 5 ნაწილად არეს დაყოფილი - ხმელთაშუა ზღვა, ჩინეთი, პოლინეზია, მექსიკა და ველური დასავლეთი, სულ 30 ატრაქციონია.
ძირითადი კურორტებია: სალოუ, ლა პინედა, კამბრილსი
სალოუ - კოსტა დორადას ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ცენტრია. სასტუმროების, რესტორნების, ბარების და მაღაზიების უმეტესი ნაწილი განლაგებულია ჰაიმეს მოედანზე. ასევე უამრავი დისკოთეკა, მუსიკალური ბარი და საცეკვაო დარბაზებია.
სალოუს აქვს მოხერხებული სარკინიგზო მიმოსვლა ქალაქ ბარსელონასთან.
ლა პინედა - მდებარეობს სალოუსთან ახლოს, იქ უამრავი სასტუმრო, პანსიონი, კემპინგი და განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა. ამ კურორტზე დასვენება შეუძლიათ როგორც ოჯახებს პატარა ბავშვებით, ასევე ახალგაზრდებსაც, მათთვის უამრავი გასართობია - სერფინგი, დაივინგი, გასეირნება კატამარანებზე, სხვადასხვანაირი ექსკურსიები, აკვაპარკი, ბევრი ღამის გასართობი.
კამბრილსი - პატარა წყნარი ტურისტული ქალაქია. საპორტო რაიონში განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა: უამრავი სასტუმრო, ბარი, რესტორანი და თევზის ბაზარი.














