+(995 32) 210 20 80

უსაზღვრო ბუნებრივი სიმდიდრის ზღვის, მზისა და მთების, ასევე, მისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის წყალობით, საბერძნეთი ერთერთ ყველაზე საინტერესო სამოგზაურო მიმართულებას წარმოადგენს.
საბერძნეთი მოიცავს ბალკანეთის ნახევარკუნძულს და ეგეოსისა და ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულებს. კონტინენტალურ ნაწილს ესაზღვრება 3 ზღვა ხმელთაშუა, იონის და ეგეოსის ზღვები.
საბერძნეთს ეკუთვნის შემდეგი ძირითადი კუნძულები: კრეტა, როდოსი, კოსი, მიკონოსი, კორფუ, სანტორინი.
დედაქალაქი: ათენი
სახელმწიფო ენა - ბერძნული
რელიგია – მართლმადიდებელი ქრისტიანობა
დრო – GMთ + 2, GMთ + 3 ზაფხულში
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
კლიმატი
საბერძნეთის ძირითად ტერიტორიაზე ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ცივი და წვიმიანი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და მთიან რეგიონებში ვრცელდება ზომიერი კონტინენტალური კლიმატი. სანაპირო ზოლზე და კუნძულებზე ზაფხულში სასიამოვნო ტემპერატურაა ზღვის ბრიზების წყალობით.





















