+(995 32) 291 20 80
+(995 32) 210 20 80
+(995 32) 210 20 80

ნორვეგია
ნორვეგია – დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე არაჩვეულებრივი ბუნებით და ზღაპრული ფიორდებით, რომლითაც ქვეყნის მთელი სანაპირო ზოლია დასერილი. გაზაფხულზე და ზაფხულში ველები სასწაულად ხასხასა მცენარეული საფარით იფარება. ივნისში პოლარული სარტყელის მიღმა მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს, ხოლო ზამთარში დგება პოლარული ღამეები, რომლის დროსაც ცაზე ხშირად ჩნდება ჩრდილოეთის პოლარული ნათება -Aurora Borealis როგორც მას ადგილობრივები ეძახიან.
დედაქალაქი: ოსლო
სახელმწიფო ენა - ნორვეგიული
რელიგია – ლუთერანულ–ევანგელისტური
დრო – GMT + 2
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ნორვეგიული კრონა
სამზარეულო – თევზისა და ხორცის კერძები, მათ შორის ირმის ხორცი.

























