+(995 32) 210 20 80

მდებარეობს ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პირენეის ნახევარკუნძულზე. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით კი ესპანეთი. პორტუგალიას ეკუთვნის აზორის და მადეირას კუნძულები.
დედაქალაქი - ლისაბონი
სახელმწიფო ენა - პორტუგალიური
რელიგია - ძირითადი კათოლიციზმი
კლიმატი - სუბტროპიკული. ქვეყანაში რამდენიმე კლიმატური რაიონია: ჩრდილო-დასავლეთის რაიონი წვიმიანია, თბილი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით; ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონში ცივი და თოვლიანი ზამთარია და ცხელი ზაფხული; სამხრეთის რაიონი გამოირჩევა ნაკლები ნალექიანობით, მშრალი ზაფხულით და რბილი ზამთრით.
დრო - GMT + 0.00
ვიზა - შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული - ევრო
ბანკები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევამდე 9.30 - 12.00მდე და 14.00 - 16.00მდე.
მაღაზიები მუშაობს ორშაბათი - პარასკევი 9.00 - 13.00 და 15.00 - 19.00, შაბათს 13.00 მდე.
დიდი მაღაზიები მუშაობს 10.00 - 23.00 ყოველდღე.
ტრანსპორტი - ქალაქში ტაქსის საფასური მრიცხველით ითვლება; ღამის საათებში 22.00 – 06.00 მდე ტარიფი 20 % იზრდება. მძღოლების ფეხის ქირა მგზავრობის საფასურის 10% შეადგენს. მგზავრობის ფასი იზრდება თუ ბარგი 30 კილოგრამზე მეტს იწონის.
საერთაშორისო აეროპორტები არის ლისაბონში, პორტუში, ფარუში, ფინშალეში (მადეირა) და აზორის არქიპელაგის ქალაქებში - პონტა დელგადა (სან მიგელის კუნძული) და ლაჟეში (ტერსეირას კუნძული).
მაღალსიჩქარიანი მატარებლები მოძრაობს ლისაბონსა და პორტუს და ლისაბონსა ალგავრეს შორის.
ლისაბონში ასევე არის მეტრო.
პორტუგალიაში ძალიან ბევრი არქიტექტურული თუ ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს პორტუგალიის ყველაზე მაღალი მთიანი მასივი. ეს ერთადერთი ადგილია პორტუგალიაში, სადაც შესაძლებელია სათხილამურო სპორტით დაკავდეთ.
პორტუგალიის ძირითადი კურორტებია: ლისაბონი, პორტო, ალგავრე (ფარუ, პორტიმაუში, ალვორი, ალბუფეირა, ვილამური, კარვეირო, კვინტა-დო-ლაგო), ეშტორილი, კაშკაიში, მადეირა, აზორის კუნძულები.

| სანახაობები | ობიდუში, ალკობასა, ნაზარე, მოსტეირო, ბატალია |
| ტურის ხანგრძლივობა | 8 საათი |
| ფასი | 88€-დან |
| გამგზავრების ადგილი | ლისაბონი |

| სანახაობები | ეშტორილი, ქაშქაი, კაბო და როკა, სინტრა (სამეფო სასახლე) |
| ტურის ხანგრძლივობა | 4 საათი |
| ფასი | 50€-დან |
| გამგზავრების ადგილი | ლისაბონი |





















