+(995 32) 210 20 80

ეგვიპტე, გარდა მისი უნიკალური ისტორიული სანახაობრივი ადგილებისა, უამრავ ტურისტს იზიდავს წითელ ზღვაზე მდებარე კურორტებით. ქვიშიანი სანაპიროები, კომფორტული სასტუმროები, მშრალი კლიმატი, ეგზოტიკური არაბული სამზარეულო საუკეთესო დასვენების პირობებს შეგიქმნით. მთავარი კი, წითელი ზღვაა, რომელიც გამოირჩევა თავისი სისუფთავით და სიკამკამით და მისი ტემპტერატურა არასოდეს ვარდება +20 გრადუსზე ქვევით. არაჩვეულებრივად მდიდარი წყალქვეშა სამყაროს გამო კი დაივინგის მოყვარულთათვის ერთერთ სასურველ ადგილს წარმოადგენს.
შარმ ელ შეიხი მდებარეობს სინაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და ითვლება ერთერთ ულამაზეს და ფეშენებელურ კურორტად, ასევე დაივინგისთვის საუკეთესო ადგილად. ქართულად შარმ ელ შეიხი შეიხის ყურეს ნიშნავს. უკიდეგანო სანაპიროები, ფირუზისფერი ზღვა, ფინიკებით დახუნძლული პალმები კონტრასტულ და ამავე დროს ჰარმონიულ ერთიანობაშია მრავალფეროვან კანიონებთან, კლდეებსა და ოქროსფერ ქვიშასთან.
შარმ ელ შეიხი წლის ნებისმიერ დროს იზიდავს ტურისტებს. ზამთარში წყლის ტემპერატურა არ ვარდება +20 გრადუსზე ქვემოთ. საღამოსთვის უნდა იქონიოთ მოსაცმელები, ვინაიდან ზოგერ ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე ვარდება. ყველაზე მოხერხებული პლაჟები საბანაოდ და მზის აბაზანების მისაღებად არის
ნაამა ბეი –შარმ ელ შეიხის ტურისტული და ღამის გასართობების ცენტრი. აქ სანაპიროები ქვიშიანია და მარჯნის რიფებიც ნაკლებად ქმნის დისკომფორტს ცურვისას. რაც შეეხება შარმ ელ შეიხის სხვა რაიონებს (შარმ ელ მაია, შარკ ბეი), ისინი წარმოადგენენ ბუნების დაცულ ზონებს და რიფებისგან გაწმენდა აკრძალულია. შარმ ელ შეიხი იზიდავს, როგორც დასვენებისა და სიმშვიდის მაძიებლებს, ასევე გართობისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულებს.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი |
1 Four Seasons Boulevard, P.O. Box 203, Sharm El Sheikh
|
| უბანი | 12 კმ აეროპორტიდან, 14 კმ ნაამა ბეიდან |
| ვებ გვერდი | www.fourseasons.com/sharmelsheikh/ |
| სასტუმროს მომსახურება | საუზმე, 4 რესტორანი, 3 ღია აუზი, სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Om El Seed Peninsula Sharm El Sheikh |
| უბანი | 22 კმ აეროპორტიდან, 8 კმ ნაამა ბეიდან |
| ვებ გვერდი |
www.ritzcarlton.com/en/Properties/ |
| სასტუმროს მომსახურება | საუზმე/ორჯერადი კვება, სპა-ცენტრი, 5 რესტორანი, 5 ღია აუზი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Gardens Bay, South Sinai |
| უბანი | აეროპორტიდან 10 კმ, ნაამა ბეიდან 6 კმ-ს დაშორებით |
| ვებ გვერდი | www.sharmelsheikh.regency.hyatt.com |
| სასტუმროს მომსახურება | საუზმე ან ორჯერადი კვება, 3 ღია აუზი, 5 რესტორანი, სპა ცენტრი |














