+(995 32) 210 20 80

ჯუნგლები, კამკამა მდინარეები, მაღალი მთები, ეგზოტიკური მცენარეები, ოქროსფერი სანაპიროები და მცხუნვარე მზე ზღაპრულ ქვეყანაში არსებული რეალობაა.
იმოგზაურეთ ტაილანდში და შეიგრძენით ნამდვილი დასვენებით მიღებული სიამოვნება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეტნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა, სადაც ცათამბჯენები და ტრადიციული კულტურა, განვითარებული კურორტები და ხელუხლებელი ბუნება, ბიზნეს ცენტრები და უძველესი ტაძრები, სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველყოფილი ტომები ჰარმონიულად თანაარსებობენ.
ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ სამშობლოს “თავისუფლების ქვეყანას” უწოდებს და მართლაც, ტაილანდი ერთადერთი ადგილია მთელ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც არასოდეს ყოფილა კოლონია.
ამასთანავე, ეს არის “ღიმილის” ქვეყანა, ვინაიდან, ადგილობრივი ხალხის ცხოვრებისეული ფილოსოფიაა, აღიქვან ცხოვრების ყოველი წამი როგორც დიდი სიხარული. ტაილანდელები გამოირჩევიან კეთილგანწყობით, სტუმართმოყვარეობით და პატივს სცემენ სხვას. თუმცა, ამავე დროს ძალიან ადვილად განიცდიან ადგილობრივი ტრადიციებისადმი სხვის უპატივცემულობას.
ტაილანდის სამეფო მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინდოჩინეთისა და მალაკის ნახევარკუნძულებზე. ესაზღვრება ანდამანის ზღვა და ტაილანდის ყურე.
ოფიციალური ენა – ტაილანდური
დრო – GMT + 7
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში
ფულის ერთეული – ბატი. 1 ბატი = 100 სატანგამს.
სახელმწიფო რელიგია – ბუდიზმი
სახელმწიფოს მეთაური – მეფე
დედაქალაქი – ბანგკოკი
კლიმატი – ტროპიკული, ცხელი და ნესტიანი. პირობითად იყოფა წვიმიან (მაისი – ოქტომბერი) და მშრალ პერიოდებად (ნოემბერი – აპრილი), თუმცა ტაილანდში დასვენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.
სამუშაო დღეები – უმეტესობა მაღაზიებისა მუშაობს ორშაბათი – პარასკევი 08:30 – 20:30. ბანკები 08:30 – 15:30, თუმცა ტურისტულ ცენტრებში 20 საათამდე.
ადგილობრივი სამზარეულო – ითვლება მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო სამზარეულოდ. გამოირჩევა ცხარე და მრავალფეროვანი კერძებით.
ონკანის წყალი არ გამოიყენება დასალევად.
ფეხის ქირა – ტაილანდში არ არის მიღებული, გარდა ტურისტული ცენტრებისა, სადაც მომსახურე პერსონალს ღირებულების 5-10%-ს აძლევენ. მიღებულია ტაქსის მძღოლებისთვის მრიცხველზე ნაჩვენები საფასურის დამრგვალება, მასაჟისტებისთვის 40 ბატის, სასტუმროს მოსამსახურეებისთვის დღეში 10-20 ბატის მიცემა.
რეკომენდაციები ტურისტებს
მაღალი რისკია ა ჰეპატიტით, მალარიით და იაპონური ენცეფალიტით დაავადების. საჭიროა სამედიცინო დაზღვევა.
ქუჩის დანაშაულებები თითქმის არ არსებობს.
არ შეიძლება სამეფო ოჯახის კრიტიკა.
ადამიანის თავი ითვლება სხეულის ყველაზე წმინდა ადგილად და არ შეიძლება შეხება.
ბუდას ყველა ქანდაკება ითვლება წმინდად და არ შეიძლება მათზე აძვრომა ფოტოების გადასაღებად (ისჯება მკაცრად).
შორტები დაშვებულია მხოლოდ პლაჟზე და სასტუმროებში. სახლებში და ტაძრებში შესვლისას აუცილებლად ფეხზე უნდა გაიხადოთ. ქალებს ტაძრებსა და სამეფო სასახლეში შესვლისას აუცილებლად უნდა ეცვათ მკლავებდახურული ტანსაცმელი.
2007 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია.
კატეგორიულად აკრძალულია ნარკოტიკებისა და ნარკოტიკის შემცველი წამლების შეტანა საზღვარზე (ისჯება სიკვდილით).

| სანახაობები | გასეირნება აღმოსავლეთის ვენეციად წოდებულ ბანგკოკის არხებში |
| ტურის ხანგრძლივობა | 3 საათი |
| ფასი | ––– |
| გამგზავრების თარიღები | ყოველ დღე კვირის გარდა |
| ტურის პროგრამა | გასეირნება მდინარეზე ჩაო პრაი, განთიადის ტაძრის (Wat Arum) მონახულება |

| სანახაობები | ბანგკოკის სამეფო სასახლე, ზურმუხტის ბუდას ტაძარი |
| ტურის ხანგრძლივობა | 3 საათი |
| ქალაქი | ბანგკოკი |
| გამგზავრების თარიღები | ყოველ დღე კვირის გარდა |

| სანახაობები | ბანგკოკის ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც განთავსებულია ბუდას 45 მეტრიანი ქანდაკება |
| ტურის ხანგრძლივობა | 4 საათი |
| ქალაქი | ბანგკოკი |
| გამგზავრებაის თარიღები | ყოველ დღე კვირის გარდა |
| ტურის პროგრამა | სამეფო სასახლე, ზურმუხტის ბუდას ტაძარი, მწოლიარე ბუდას ტაძარი |

| სანახაობები | არაჩვეულებრივი სანახაობა მდინარეზე – მცურავი ბაზარი |
| ტურის ხანგრძლივობა | 4 საათი |
| ქალაქი | ბანგკოკი |
| გამგზავრების თარიღები | ყოველდღე |
| ტურის პროგრამა | ხილით და ბოსტნეულით, თევზით, სუნელებით, ყვავილებით დატვირთული ნავები |

| სანახაობები | გასეირნება სპილოებით |
| ტურის ხანგრძლივობა | 1 საათი |
| ფასი | ––– |
| გამგზავრების ადგილი | პატაია |
| ტურის პროგრამა | პატაიას ირგვლივ მდებარე სოფლებში გასეირნება სპილოებით |

| სანახაობები | ნიანგების ფერმა, მილიონწლოვანი ქვების პარკი, დიდი მრავალფეროვანი ზოოპარკი, არაჩვეულებრივი შოუ ნიანგების ფერმაში |
| ტურის ხანგრძლივობა | ––– |
| ქალაქი | პატაია |
| გამგზავრების თარიღები | ყოველდღე |

| სანახაობები | პანგ ნგას ულამაზესი ყურე, სადაც გადაღებულია სცენები ფილმიდან ჯეიმს ბონდი – კაცი ოქროს პისტოლეტით |
| ტურის ხანგრძლივობა | მთელი დღე |
| გამგზავრების ადგილი | ფხუკეთი |
| ტურის პროგრამა | საკრუიზო მოტორიანი ნავით მისვლა პანგ ნგას ყურეში. მღვიმეებში, ლაგუნებში გასეირნება კანოეთი, ლანჩი ტაილანდური კერძებით, კუნძული Lawa-ს ნაპირებზე ცურვა |

| სანახაობები | ულამაზესი ფჰი ფჰის კუნძულები |
| ტურის ხანგრძლივობა | მთელი დღე |
| ფასი | ––– |
| გამგზავრების ადგილი | ფხუკეთი |
| ტურის პროგრამა | ორი კუნძულის Lho Sa Mah და Phi Lay–ს მონახულება, სადაც გადაღებულია ფილმი "პლიაჟი" ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით, დაივინგი სურვილისამებრ, ლანჩი |


























