+(995 32) 210 20 80

მსოფლიოს უდიდესი ცივილიზაციების მიწა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი მმართველობა, სახელმწიფო და კულტურა გამოიცვალა. იშვიათია მსოფლიოში ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც იმდენი უნიკალური და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა იყოს აღმოჩენილი, როგორც ეს ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა.
ჩრდილოეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით – ხმელთაშუა, დასავლეთით – ეგეოსის ხოლო ახლო აღმოსავლეთისგან გამოიყოფა მარმარილოს ზღვით.
აზიური და ევროპული ნაწილი გაყოფილია მარმარილოს ზღვით და ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით.
დედაქალაქი – ანკარა
ოფიციალური ენა – თურქული; ანბანი ლათინური
დრო – GMT + 4
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭირო არ არის
ფულის ერთეული – თურქული ლირა
სახელმწიფო რელიგია – ისლამი
თურქეთის კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. ცენტრალურ ნაწილში კონტინენტალური კლიმატია, რაც გამოიხატება საკმაოდ ცივი თოვლიანი ზამთრით, დასავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე კი კლიმატი სუბტროპიკული ხასიათისაა და ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე თბილა. ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებზე საბანაო სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
ფეხის ქირა – რესტორნებსა და ბარებში ოფიციანტებისათვის სასურველია მომსახურების ღირებულების 5-10%-ის, ხოლო პორტერებისათვის სასტუმროებსა და აეროპორტებში 1-2 დოლარის მიცემა, ასევე გიდებისათვის ექსკურსიის დასრულების შემდეგ გარკვეული თანხის ჩუქება. კერძო მაღაზიებსა და ბაზრებში მიღებულია ვაჭრობა.
საჭირო ინფორმაცია: 2008 წლიდან ძალაში შევიდა კანონი მოწევის აკრძალვაზე დახურულ ადგილებში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ზონებისა.






















