+(995 32) 210 20 80

საემიროები – ქვეყანა, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კოლოსალური ცვლილებები განიცადა და შუასაკუნოვანი ეპოქიდან XXI საუკუნეში აღმოჩნდა.
ტრადიციული არაბული სტილის სახლების მეზობლად სუპერ თანამედროვე ცათამბჯენები და ფეშენებელური ვილებია აღმართული. ეს არის ქვეყანა, სადაც ქალაქები უდაბნოშია გაშენებული და თავისი პალმებით, უნიკალური ნაგებობებით და ოაზისებით მირაჟად მოგეჩვენებათ.
ფედერაცია აერთიანებს შვიდ საემიროს: აბუ დაბი, დუბაი, შარჯა, რას-ელ ჰაიმა, ფუჯეირა, უმ-ალ-ქუვაინი, აჯმანი. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. სანაპირო ზოლის 60 კმ მიუყვება სპარსეთის, ხოლო 100 კმ ომანის ყურეს. ესაზღვრება საუდის არაბეთს, ომანს და კატარს.
ოფიციალური ენა – არაბული. ინგლისური ფართოდ არის გავრცელებული
დრო – GMT + 4
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა საჭიროა და ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა იქნას აღებული
ფულის ერთეული – დირჰამი
სახელმწიფო რელიგია – ისლამი
კლიმატი – მშრალი და სუბტროპიკულია. წვიმები იშვიათია, ძირითადად ზამთრის პერიოდში.
ფეხის ქირა – არ არის აუცილებელი, თუმცა კარგი მომსახურებისთვის შეიძლება პერსონალის წახალისება. უმეტესი რესტორნის ღირებულებაში გათვალისწინებულია გაწეული მომსახურების ხარჯი. მტვირთავს 5-10 დირჰამი შეგიძლიათ მისცეთ. ტაქსის მძღოლებისთვის ფეხის ქირა არ არის მიღებული. კერძო მაღაზიებში და ბაზრებში მიღებულია ვაჭრობა.
ტურისტებისთვის
რამადანის და რელიგიური დღესასწაულების დროს ტანსაცმელი არ უნდა იყოს გამომწვევი და ღია. საბანაო კოსტიუმით მხოლოდ პლიაჟზე და ბასეინთან შეიძლება გამოჩენა, სასტუმროში და სხვა საზოგადოებრივ ადგილას კი დაუშვებელია.
ამ პერიოდში საზოგადოებრივ ადგილებში და ქუჩაში არ შეიძლება ჭამა, დალევა და მოწევა. ეს აკრძალვა არ ეხება სასტუმროებს.
ალკოჰოლური სასმელები არის მხოლოდ სასტუმროებში და რესტორნებში. შარჯაში მოქმედებს “მშრალი კანონი”. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა.
უპატივცემულობაა შემოთავაზებულ ყავაზე ან ჩაიზე უარის თქმა.
სახლებში და მეჩეთებში ფეხზე გახდაა საჭირო. არ შეიძლება მომლოცველებისთვის წინ გასწრება.
უზრდელობაა საჭმლის, ფულის და ნივთების აღება და გამორთმევა მარჯვენა ხელით.
ხელის ჩამორთმევის დროს მოსაუბრეს თვალებში არ უნდა უყუროთ და არც მეორე ხელი გქონდეთ ჯიბეში.
ქუჩაში ნაგვის დაგდებისთვის ჯარიმა გემუქრებათ.
ადგილობრივი ქალებისადმი ზედმეტი ყურადღება, ქუჩაში უწმაწური სიტყვების ხმარება ისჯება.
ნარკოტიკების გამოყენება ისჯება ციხით, ქვეყანაში შეტანა და გაყიდვა სიკვდილით.
ყველგან თან იქონიეთ პასპორტი ან უმჯობესია მისი ასლი.
სასტუმროებში, ძირითადად 5 და 4 ვარსკვლავიანებში საჭიროა ფულადი დეპოზიტის დატოვება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელიც უკან უბრუნდება კლიენტს თანხის გამოუყენებლობის შემთხვევაში.
დასვენების დღეები და დღესასწაულები – მუსულმანურ ქვეყნებში დასვენების დღე არის პარასკევი

| სანახაობები | არაბულ სტილში ნაგები უნიკალური გასართობ-დასასვენებელი კურორტი, ოაზისი, ლაზერ შოუ |
| ტურის ხანგრძლივობა | 1 საღამო |
| ფასი | შოუ 120$ / შოუ + ვახშამი 160$ |
| თარიღები | ყოველ დღე |
| მდებარეობა | დუბაილენდი |






















