|
ტურისტული კომპანია ვია თრეველი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ ქართულ ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც კორპორატიული, საშუალო და პრემიუმ კლასის სამომხმარებლო სეგმენტზე ორიენტირებული ერთერთი ლიდერი კომპანია. 2010 წელს კომპანია გახდა გერმანული ტურისტული ჰოლდინგის TUI ოფიციალური აგენტი საქართველოში, ხოლო 2011 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აკრედიტირებული აგენტი.
კომპანია ორიენტირებულია მაღალი კლასის მომსახურებაზე და გთავაზობთ როგორც სპეციალურად თქვენი მოთხოვნილების გათვალისწინებით დაგეგმილ, ასევე ჯგუფურ და თემატურ ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი პროფესიონალების გუნდი მუდმივად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და ირჩევს იმ სასტუმროებსა და კურორტებს რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. ჩვენი თანამშრომლები თქვენი მოთხოვნების, სურვილებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით გაგიწევენ კონსულტაციას და შეგირჩევენ თქვენთვის სასურველ ვარიანტს.
ჩვენი მომსახურება:
- ავიაბილეთების დაჯავშნა
- სასტუმროების დაჯავშნა
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები
- მატარებლის ბილეთების დაჯავშნა
- რესტორნების, კონცერტების ბილეთების დაჯავშნა
- მანქანის, გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- სავიზო მხარდაჭერა
- კორპორატიულ და პირად ბონუსურ სისტემებში გაწევრიანება
ვია თრეველი გთავაზობთ ექსკლუზიურობასა და სანდოობას!
იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი შემდეგი მოგზაურობა ჩვენთან დაიგეგმება!
|