+(995 32) 210 20 80

პატარა და მწვანეში ჩაფლული ულამაზესი კლდოვანი კუნძული მდებარეობს ნეაპოლის ყურეში. ჯერ კიდევ I საუკუნეში აქ ისვენებდნენ რომის იმპერატორები, რა პერიოდიდანაც შემორჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი. კაპრიზე მდებარეობს ორი ქალაქი კაპრი და ანაკაპრი. მაღაზიები, ბარები, რესტორნები და გასართობი ცენტრები განთავსებულია სწორედ კაპრიში, ხოლო ანაკაპრი უფრო მშვიდი დასვენების მოყვარულებს იზიდავს. ვინაიდან კაპრი კლდოვანი კუნძულია, პლიაჟები ძირითადად კენჭოვან-ქვიანი პლატფორმებია. მარინა პიკოლას ყურეში ყველაზე კეთილმოწყობილი პლაჟებია, ხოლო ბანი ტიბერიოს პლაჟები ბავშვებისთვის არის იდეალური, აქ ზღვა ნელნელა ღრმავდება. ლა ფონტელინა კლდოვანი სანაპიროა, რომელიც ძალიან პოპულარულია იქ მდებარე რესტორნის წყალობით. კუნძულზე ყოფნისას აუცილებლად უნდა მონახულოთ ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი ლურჯი მღვიმე, იმპერატორ ტიბერიუსის ვილა თავისი ბაღებით და უძველესი ნანგრევებით, მთა სოლარო.
კაპრიზე მოსახვედრად უნდა ჩახვიდეთ ნეაპოლში, საიდანაც დღის განმავლობაში რეგულარულად მოძრაობს ბორანები და მოტორიანი ნავები.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Via Prov.Marina Grande, 225 |
| უბანი | ანაკაპრი |
| ვებ გვერდი | www.jkcapri.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | რესტორანი ადგილობრივი კერძებით, ღია და დახურული აუზი, სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Via Camerelle 2 |
| უბანი | --- |
| ვებ გვერდი | |
| სასტუმროს მომსახურება | დახვედრა პორტში და ტრანსფერი, 2 რესტორანი, 4 ბარი, 1 ღია და 1 დახურული აუზი, 4 კმ-ში დაივინგისთვის განკუთვნილი ზონა, სპა ცენტრი, თურქული აბანო |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Via G. Orlandi, 4 |
| მდებარეობა | კლდის თავზე, საუკეთესო ხედით |
| ვებ გვერდი | www.caesar-augustus.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | დიდი ღია აუზი, რესტორანი ადგილობრივი კერძებით |

| კატეგორია | მიშლენის 1* |
| მისამართი |
via Capodimonte 14, Anacapri (Hotel Capri Palace) |
| სამუშაო დღეები | 13 აპრილი - 1 ნოემბერი |
| სამზარეულო | ხმელთაშუაზღვისპირა და ადგილობრივი სამზარეულო |
| საშუალო ღირებულება | Menu: 150€/ 190€ - Carte: 98€/147€ |

| კატეგორია | საუკეთესო |
| მისამართი |
via Camerelle 2 I - 80073 Capri (Hotel Quisisana) |
| სამუშაო დღეები | 26 მარტი - ოქტომბრამდე, დაკეტილია კვირაობით გარდა 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე |
| სამზარეულო | ინტერნაციონალური |
| საშუალო ღირებულება | Carte: 72€/108€ |

| კატეგორია | საუკეთესო |
| მისამართი |
via Camerelle 2, Capri (Hotel Quisisana) |
| სამუშაო დღეები | 26 მარტი - ოქტომბერი |
| სამზარეულო | ადგილობრივი |
| საშუალო ღირებულება | Carte: 73€/97€ |














