+(995 32) 210 20 80

გერმანიას უკავია ევროპის ცენტრალური ნაწილი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვები. ქვეყანას ესაზღვრება: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ჰოლანდია.
დედაქალაქი: ბერლინი
სახელმწიფო ენა - გერმანული
რელიგია – კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
კლიმატი - საშუალო ტემპერატურა ზაფხულში +20, +30 გრადუსი ხოლო ზამთარში 0 გრადუსი. თუმცა ზამთარში ხშირად ეცემა –20 გრადუსამდეც.
დრო – GMT + 1
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
ფეხის ქირა – მიღებულია მომსახურების საფასურზე 5–10% ის დამატება
გერმანიაში ძალიან კარგად არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. არის მეტრო U Bahn, S Bahn, ავტობუსები და ტრამვაი.
გერმანიის ცნობილი კურორტებია: სათხილამურო კურორტებიდან გარმიშ–პარტენკირხენი, ობერსტდორფი, ბალნეოლოგიური კურორტებიდან ბადენ–ბადენი, ბადენ–კისინგენი, ბადენ–კროცინგენი.
გასართობი პარკები: ლეგოს გასართობი პარკი Legoland მდებარეობს მიუნხენისა და შტუტგარდის დამაკავშირებელ ავტობანთან www.legoland.de/en/) და გათვლილია ბავშვებისთვის 2–დან 13 წლამდე. ევროპა პარკი – მდებარეობს გერმანიის, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე www.europapark.de/). ფანტაზიალენდი იდეალური გასართობი ადგილია ყველაზე მძაფრი შეგრძნებების მოყვარულთათვის. მდებარეობს კიოლნიდან 30 კილომეტრში www.phantasialand.de/de/home).

| სანახაობები | ლუდის დღესასწაული მიუნხენში |
| ტურის ხანგრძლივობა | სურვილის მიხედვით |
| ფასი | |
| გამგზავრების თარიღები | 17 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში |
| ტურის პროგრამა |

























