+(995 32) 210 20 80

მდებარეობს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ინდონეზიის ნახევარკუნძულზე. შედგება 13600 კუნძულისგან, რომელთაგანაც უმეტესობა დაუსახლებელია.
ყველაზე დიდი კუნძულებია: იავა, სუმატრა, კალიმანტანი (კუნძულ ბორნეოს ინდონეზიური ნაწილი), სულავესი, ახალი გვინეა. თითოეული კუნძული ცალკეული ქვეყანაა თავისი განუმეორებელი ცხოვრების სტილით, უნიკალური კულტურით და უძველესი ტრადიციებით.
დედაქალაქი – ჯაკარტა
ოფიციალური ენა - ინდონეზიური
დრო – GMT +7 +9
ვიზა – საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში
ფულის ერთეული – ინდონეზიური რუპია
კლიმატი - ნესტიანი ტროპიკული. წლიური საშუალო ტემპერატურა +28 +32 გრადუსია. საუკეთესო პერიოდი დასვენებისთვის არის ოქტომბერი – აპრილი.
სამუშაო დღეები: ბანკები მუშაობს ორშაბათი - ხუთშაბათი 08:00 - 15:00. პარასკევი 08:00 – 11:30. შაბათი 08:00 – 14:00. კვირა დასვენების დღეა. მაღაზიები მუშაობს ყოველდღე 09:00 – 18:00
ფეხის ქირა – არ არის აუცილებელი, თუმცა ტაქსის მძღოლს და ოფიციანტს შეგიძლიათ მისცეთ გაწეული მომსახურების 10 %, ასევე, მცირე თანხა პორტერს ბარგის გადაადგილებისთვის.
საჭირო ინფორმაცია
არ შეიძლება ონკანის წყლის გამოყენება. დასალევად და კბილების გამოსახეხად ბოთლის წყალია მიზანშეწონილი.
არ არის სასურველი საზოგადოებრივ ადგილებში საბანაო კოსტიუმით ან ზედა ჩასაცმლის გარეშე გამოჩენა.
ტაძრებში შესვლის დროს უნდა ჩაიცვათ გრძელი სპეციალური მოსაცმელი, რომელიც ადგილზე შეგიძლიათ აიღოთ.
ტაძრებში ფოტო და ვიდეო გადაღება ფასიანია.
არ შეიძლება საგანზე ფეხით მითითება.
ხალხში დაუშვებელია ერთმანეთის მიმართ ზედმეტი სითბოს გამოხატვა.
პლიაჟზე უნდა მოერიდოთ უმეთვალყურეოდ დატოვებული ღირებული ნივთების დატოვებას.
უნდა ერიდოთ თაღლითებს.

| სანახაობები | ნიანგების ფერმა, ჩიტების პარკი |
| ტურის ხანგრძლივობა | 08:45 - 14:30 |
| ფასი | 60$ |
| გამგზავრების ადგილი | ბალი |

| სანახაობები | ტბა ბრატანი, XVII საუკუნის სამეფო ტაძარი, ტროპიკული ხილის ბაზარი |
| ტურის ხანგრძლივობა | 09:00 - 16:30 |
| ფასი | 60$ |
| გამგზავრების ადგილი | ბალი |

| სანახაობები | ტანაჰ ლოტის ტაძარი, მაიმუნების ტყე |
| ტურის ხანგრძლივობა | 15:00 - 20:00 |
| ფასი | 45$ |
| გამგზავრების ადგილი | ბალი |





















