+(995 32) 210 20 80

უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, რომელსაც ამავდროულად აქვს მრავალფეროვანი საზღვაო და სათხილამურო კურორტები.
მდებარეობს ცენტრალური ევროპის სამხრეთში აპენინის ნახევარკუნძულზე. აკრავს ლიგურიის, ტირენის, ხმელთაშუა, იონის და ადრიატიკის ზღვები.
იტალიას ეკუთვნის შემდეგი კუნძულები: სიცილია, სარდინია, კაპრი, ისკია და სხვა პატარა კუნძულები.
ქვეყნის ტერიტორიაზე არის 2 მინი სახელმწიფო: ვატიკანი და სან-მარინო.
დედაქალაქი: რომი
სახელმწიფო ენა - იტალიური
რელიგია – ძირითადი კათოლიზმი
დრო – GMT + 1
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
კლიმატი – ჩრდილოეთ იტალიაში ზომიერი ხმელთაშუა ზღვის კლიმატია. ტემპერატურა ზაფხულში საშუალოდ 30 გრადუსამდე ადის, ზამთარში კი 8 გრადუსამდე ეცემა. სამხრეთ იტალიაში სუბტროპიკული კლიმატია მშრალი და ცხელი ზაფხულით, ზაფხულის ტემპერატურა +40 გრადუსი და ზამთარში +12 გრადუსია.
ტრანსპორტი - საქალაქთაშორისო მიმოსვლისთვის განვითარებულია სარკინიგზო და ავტობუსებით მიმოსვლა. მეტრო არის შემდეგ ქალაქებში: რომი, მილანი, ტურინი, ნეაპოლი. საქალაქო ავტობუსებისა და ტრამვაის ბილეთების შეძენა ხდება წინასწარ ჯიხურებში და თამბაქოს მაღაზიებში. ტაქსით მგზავრობა იტალიაში საკმაოდ ძვირი ღირს და ქუჩაში დაჭერაც ძნელია. სასურველია წინასწარ გამოიძახოთ.
სასარგებლო ინფორმაცია
სიესტა იტალიელების ეროვნული ტრადიციაა. თუ არ ჩავთვლით მსხვილ ტურისტულ ქალაქებსა და კურორტებს, შუადღეზე იტალიაში ყველაფერი იკეტება. დაახლოებით 14:00 – 18:00 შუალედში რესტორნები და მაღაზიები ისვენებს. შესაბამისად შუადღის ლანჩისთვის თადარიგი ადრე უნდა დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 19:00მდე მოგიწევთ ლოდინი.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დატვირთულ ტურისტულ ცენტრებში მრავლად არიან ჯიბის ქურდები. უნდა ერიდოთ ასევე მოტოციკლისტებს, რომლებიც თვალისდახამხამებაში ახერხებენ ჩანთების წაგლეჯვას.
ფეხის ქირა – გიდებსა და მძღოლებს ექსკურსიის შემდეგ, პორტერებს, ოფიციანტებს რესტორნებში და ბარებში 5-10% საერთო თანხიდან. სურვილისამებრ სასტუმროში დამლაგებელს.
![]() |
სანახაობები | რომი, ფლორენცია, სიენა, პიზა, ვენეცია, მილანი |
| ტურის ხანგრძლივობა | 7დღე | |
| ღირებულება | 630€-დან | |
| გამგზავრების თარიღები | ყოველ კვირა დღეს | |
| ტურის პროგრამა |






























