+(995 32) 210 20 80

ქოქოსების კუნძული
მდებარეობს ტაილანდის ყურეში ბანგკოკიდან 560 კმ-ში. ოქროსფერი პლიაჟები, ცისფერი ზღვა, მცხუნვარე მზე, სიწყნარე და რომანტიულობა, ეს არის ამ კუნძულის მთავარი მომხიბვლელობა. ადგილი, სადაც შეძლებთ გადაიკარგოთ და დატკბეთ სიმშვიდით.
კო სამუიზე კლიმატი ტროპიკულია. გამოიყოფა 3 სეზონი:
დეკემბერი – თებერვალი
ითვლება მშრალ სეზონად, ამ პერიოდში წვიმები ძალიან იშვიათია, თუმცა არის მსუბუქი ქარი. ჩვეულებრივ მზიანი დღეებია.
მარტი – აგვისტო
მზიანი და მშრალი პერიოდია. ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. აპრილში აღინიშნება ტაილანდური ახალი წელი, რომელიც სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ყველაზე დიდი ფესტივალია.
სექტემბერი – ნოემბერი
წვიმიანი სეზონია. ამ პერიოდშიც ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და არის მზიანი დღეებიც, თუმცა საღამოობით საკმაოდ გრილა.
ყველაზე მაღალ ტურისტულ სეზონად ითვლება 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდი, ხოლო ახალი წლის პერიოდი დაბალი სეზონია.
დეკემბრიდან თებერვლამდე ტალღები მატულობს სამხრეთ–დასავლეთ, დასავლეთ, ჩრდილო დასავლეთ სანაპიროებზე.
კო სამუის ცენტრად და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონად ჩავენგის პლიაჟი ითვლება. წყლის დონე ამ სანაპიროზე საშუალოა, განსხვავებით ჩრდილოეთ სანაპიროსგან სადაც ზღვა საკმაოდ დაბალია.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 99/9 Moo 4, Maret Samui Surat Thani 84310 |
| უბანი | 19 კმ სამუის აეროპორტიდან |
| ვებ გვერდი | www.banyantree.com/en/ samui/overview/ |
| სასტუმროს მომსახურება | 78 ვილა საკუთარი აუზით, არაჩვეულებრივი სპა ცენტრი, საბავშვო კლუბი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 9/10 Moo 5, Baan Plai Laem, Bophut, Koh Samui |
| უბანი | 6 კმ სამუის აეროპორტიდან |
| ვებ გვერდი | www.sixsenses.com/SixSensesSamui/ |
| სასტუმროს მომსახურება | 66 ვილა, არაჩვეულებრივი სპა, უგემრიელესი კერძები დამზადებული სასტუმროს საკუთარ ბაღებში მოყვანილი ორგანული პროდუქტით |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი |
219 Moo 5, Angthong
Koh Samui
|
| უბანი | 20 კმ აეროპორტიდან |
| ვებ გვერდი | www.fourseasons.com/kohsamui/pagea/ |
| სასტუმროს მომსახურება | ვილები, არაჩვეულებრივი სპა ცენტრი, გადაკიდებული აუზი, ფიტნეს ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 49/8-9 Moo 4, Hillcrest Road, Amphur Koh Samui |
| უბანი | კუნძულის სამხრეთ–დასავლეთში |
| ვებ გვერდი | conradhotels1.hilton.com/en/ ch/hotels/index.do |
| სასტუმროს მომსახურება | 80 ვილა საკუთარი აუზებით, სპა მრავალფეროვანი პროცედურებით, ფიტნეს ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 4/1 Moo 1 Tambol Maenam, Koh Samui |
| უბანი | ––– |
| ვებ გვერდი | www.starwoodhotels.com/whotels/ property/overview/index.html |
| სასტუმროს მომსახურება | სპა ცენტრი, ფიტნეს ცენტრი, 900 მეტრი ქვიშიანი პლიაჟი, უფასო ინტერნეტი |














