+(995 32) 210 20 80

არქიპელაგი რომელიც შედგება მადეირასა და პორტუ-სანტუს კუნძულებისგან.
კუნძული გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, სუფთა ჰაერით და ლამაზი პეიზაჟებით. კუნძულზე არ არის პლიაჟები, სანაპიროები ძირითადად კლდოვანია, მაგრამ არის ბალნეოლოგიური ცენტრები და სპეციალური ოკეანეში ჩასასვლელი კიბეები. ყველა სასტუმროს აქვს ზღვის წყლის აუზი.
ტურისტებს შეუძლიათ გაერთონ თევზაობით და ნადირობით (სექტემბრიდან ოქტომბრამდე), გოლფით, ტრეკინგით, ტენისით, ცხენებზე გასეირნებით, ვინდსერფინგით და დაივინგით. თითქმის ყველა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში არის თალასოთერაპია.
მადეირაში ხშირად ტარდება სხვადასხვა ფესტივალები (ყვავილების, ჯაზის, კულინარიის, ღვინის ფესტივალები...).
მადეირას საშუალო ტემპერატურა
იანვ. თებ. მარტი აპრ. მაისი ივნ. ივლ. აგვ. სექტ. ოქტ. ნოემბ. დეკ.
19 18 19 19 20 22 24 26 24 23 22 19
არქიპელაგის ძირითადი კურორტებია: ფუნჩალი და კუნძული პორტუ სანტუ.
ფუნჩალი - მადეირას დედაქალაქია ძველებური სასახლეებით და მოედნებით, თანამედროვე სასტუმროებით და მაღაზიებით.
პარკებით, ბაღებით და ვენახებით დაფარული მონტეს მთიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. ფუნჩალის დასავლეთ ნაწილში ბევრი 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროა.
კუნძული პორტუ სანტუ მადეირასთან 40 კილომეტრშია განლაგებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია თვითმფრინავით ან გემით, რომელიც ყოველ დილით მადეირადან გადის და საღამოს ბრუნდება.
პორტუ სანტუზე ძალიან სუფთა პლიაჟებია, ოქროსფერი ქვიშა კი თავისი სამკურნალო ეფექტით არის ცნობილი.
კუნძულზე მშრალი კლიმატია, ზღვაში ბანაობა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
აქტიური სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ დაკავდნენ წყლის სპორტის სახეობებით.
ამ ადგილის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა სახლი, სადაც ცხოვრობდა ქრისტეფორე კოლუმბი.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Estrada Monumental 139, Funchal |
| მდებარეობა | კლდის თავზე, სუბტროპიკულ ბაღებში |
| ვებ გვერდი | www.reidspalace.com |
| სასტუმროს მომსახურება | 3 საცურაო აუზი (ზღვის წყლით), ფიტნეს ცენტრი, სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Estrada Monumental, 147 Funchal Ilha da Madeira |
| მდებარეობა | კლდის თავზე, ზღვაზე ჩასასვლელით |
| ვებ გვერდი | www.portobay.com/hotel.aspx |
| სასტუმროს მომსახურება | მიშლენის 1*, რამდენიმე აუზი, სპა ცენტრი, დაივინგ ცენტრი, |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი |
Rua dos Aranhas, 27 - A FUNCHAL |
| უბანი | ქალაქის ცენტრში |
| ვებ გვერდი | www.hotelthevine.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | პანორამული რესტორანი, აუზი სახურავზე, სპა ცენტრი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Travessa do Largo da Choupana 9060-348 Funchal |
| უბანი | --- |
| ვებ გვერდი | www.choupanahills.com/en/en_index.html |
| სასტუმროს მომსახურება | რესტორანი მრავალფეროვანი კერძებით, 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი |














