
11 ივნისიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს ეგეოსის ავიახაზები – STAR ALLIANCE-ის წევრი ბერძნული ავიაკომპანია. ეგეოსის ავიახაზები პირდაპირ რეისებს თბილისი – ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ ორშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს და მგზავრებს გადაიყვანს როგორც საბერძნეთის კუნძულებისა და ქალაქების, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

1 თებერვლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს კატარის ავიახაზები – 2011 წლის საუკეთესო ავიაკომპანია Skytrax World Airline Awards–ის მიხედვით. კატარის ავიახაზები მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი ავიაკომპანიაა, რომლის ფლოტიც შედგება უახლესი საჰაერო ხომალდებისაგან და მგზავრებს სთავაზობს 5*–ან მომსახურებას. კატარის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს მსოფლიოს ასამდე სხვადასხვა მიმართულებით და მისი მომსახურების ზონა მოიცავს აზიას, აფრიკას, ევროპას, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას და ოკეანიას. გთავაზობთ ტურებს კატარის ავიახაზების სარეკლამო ფასებით შემდეგ მიმართულებებზე: მალდივის კუნძულები, შრი–ლანკა, ტაილანდი, სეიშელის კუნძულები, ინდოეთი, მალაიზია, ინდონეზია, სინგაპური...

ავიაკომპანიის Lot Polish Airlines მიერ ორგანიზებულ დაჯიდლოებაზე ვია თრეველმა მეორე ადგილი დაიკავა 2011 წლის გაყიდვების მიხედვით.


ავსტრიის ვიზის მიღება უკვე თბილისში არის შესაძლებელი. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებმა ავსტრიის C კატეგორიის ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ შვეიცარიის საკონსულოს თბილისში.









