+(995 32) 210 20 80

ტაილანდის ყველაზე ცნობილი კურორტი, მდებარეობს ტაილანდის ყურეში ბანგკოკიდან 147 კმ-ში. პატაია ნიშნავს “წვიმიანი სეზონის დასაწყისში სამხრეთ-დასავლეთიდან დაბერილ ქარს”. სულ ცოტა ხნის წინ ეს ადგილი მეთევზეების პატარა სოფელი იყო, ახლა კი მსოფლიოში ერთერთ ცნობილ კურორტად ითვლება და აზიურ რივიერასაც უწოდებენ.
კურორტი თავისი ბუნებრივი პირობებით განსაკუთრებულია: ულამაზესი სანაპიროები, ზღვის სასიამოვნო ნიავი, თბილი კლიმატი, ყვავილებისა და ბალახის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.
პატაიაში კარგად არის განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. პირველი კლასის სასტუმროები, ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები. საღამოს დადგომისთანავე სტუმრების ეპატიჟება ტაილანდური მასაჟის სალონები, სექს-კლუბები და სპეციალური შოუები.
პატაიაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ დაივინგით, სერფინგით, წყლის თხილამურებით, იახტაზე გასეირნებით, ეწვიოთ ნიანგებისა თუ გველების ფერმას, ვეფხვების ზოოპარკს, საფარი პარკს, გაისეირნოთ სპილოთი და თუნდაც, დაკავდეთ გოლფის თამაშით, ვინაიდან პატაიასთან ახლოს არის ქვეყანაში საუკეთესო გოლფის მოედნები.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 277 Moo 5, Naklua, Banglamung, Pattaya |
| უბანი | 3 კმ ცენტრიდან |
| ვებ გვერდი | www.centarahotelsresorts.com/ pattaya_hotels.asp |
| სასტუმროს მომსახურება | 2 18–სართულიანი შენობა, 5 რესტორანი, საკუთარი ქვიშიანი პლიაჟი, სპა ცენტრი, აუზი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Pattaya 20150 |
| უბანი | 3 კმ პატაიას ცენტრიდან |
| ვებ გვერდი | www.amari.com/orchid/ |
| სასტუმროს მომსახურება | საზოგადოებრივი პლიაჟი, სასტუმროსა და პლიაჟს შორის გადის გზა, 2 ღია აუზი, სპა ცენტრი, 4 რესტორანი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 240/2 Pattaya Beach Road, Pattaya City |
| უბანი | 3 კმ ცენტრიდან |
| ვებ გვერდი | www.dusit.com/dusit-thani/dusit-thani-pattaya.html |
| სასტუმროს მომსახურება | საკუთარი ქვიშიანი პლიაჟი, I სანაპირო ზოლი, 3 რესტორანი, 2 აუზი, 3 ჩოგბურთის მოედანი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 220/21 Moo 5, Soi 16 Naklua, Pattaya |
| უბანი | 6 კმ პატაიას ცენტრიდან |
| ვებ გვერდი | www.gardencliffpattaya.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | 2 შვიდსართულიანი შენობა, საკუთარი ქვიშიანი პლიაჟი, I სანაპირო ზოლი, 2 რესტორანი, 2 აუზი |












