+(995 32) 210 20 80

ანდამანის ზღვის მარგალიტი და ტაილანდის ტროპიკული სამოთხე ტაილანდის სამხრეთში მდებარე ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის უმეტესი ნაწილიც დაფარულია ტროპიკული ტყეებით.
ჩანჩქერები, პარკები, უკიდეგანო თეთრი ქვიშის სანაპიროები, ქოქოსის პლანტაციები ამ კურორტს განსაკუთრებულ დასასვენებელ ხიბლს ანიჭებს. წლიური საშუალო ტემპტერატურა +27 გრადუსია, ხოლო განსაკუთრებულად კარგი პერიოდი ზამთარია, როცა კლიმატი მშრალია.
კუნძულზე ყველასთვის მოიძებნება დასვენებისა და გართობის შესაბამისი წყარო. განმარტოებისა და სიშვიდის მაძიებელთათვის სანაპიროზე გაშენებულია ბუნგალოები, კომფორტის მოყვარულთათვის მრავლად არის ძვირფასი სასტუმროები, ღამის გართობებისთვის კი გელით რესტორნები, ბარები და დისკოთეკები.
ფხუკეთში შეძლებთ გაეცნოთ ქალაქის უძველეს არქიტექტურას, ეროვნული პარკის აკვარიუმს და მარგალიტების ფერმას. მოტორიანი ნავით მოინახულოთ ახლომდებარე კუნძულები ხელუხლებელი სანაპიროებით და ველური ბუნებით, დატკბეთ უმდიდრესი წყალქვეშა სამყაროთი და გაისეირნოთ იახტით.
საუკეთესო სეზონი ფხუკეთში ვიზიტისთვის არის დეკემბერი – მარტი, მაშინ როცა ნესტიანობა შედარებით დაბალია და ქრის მსუბუქი ნიავი. ყველაზე ცხელი პერიოდი ფხუკეთისთვის არის აპრილი–მაისი. ტროპიკული წვიმების სეზონი დგება სექტემბერი – ოქტომბრის დასაწყის პერიოდში.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 60/1 Moo 6, Srisoonthorn Road, Cherngtalay, Thalang, Phuket |
| უბანი | ფხუკეთის წყნარ, მოშორებულ უბანში, ტერასულად განლაგებული |
| ვებ გვერდი | www.trisara.com/ |
| სასტუმროს მომსახურება | 1500 კვ.მ სპა ცენტრი, აუზი ზღვის წყლით, კარგი პლიაჟი |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 888 Moo 3 ,Tumbon Mai Khao, Amphur Thalang |
| მდებარეობა | კუნძულის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში, 15 წ. აეროპორტიდან |
| ვებ გვერდი | phuket.anantara.com/phuket-pool-villa.aspx |
| სასტუმროს მომსახურება | 83 ვილა საკუთარი აუზით და ყველა სახის კომფორტით |

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | 49 Moo 6, Layi-Nakalay Road |
| უბანი | Kamala, Kathu |
| ვებ გვერდი | www.paresaresort-phuket.com/ppc/ |
| სასტუმროს მომსახურება | ზღვის წყლის აუზი პანორამული ხედით, სპა ცენტრი, ადგილობრივი სამზარეულო |

| კატეგორია | 5* |
| მდებარეობა | ფხუკეთის დასავლეთ ნაწილში |
| აეროპორტიდან 15 კმ-ში, პატონგ ბიჩიდან 13 კმ-ში | |
| ვებ გვერდი | www.banyantree.com/en/phuket/overview |
| სასტუმროს მომსახურება | საკუთარი ქვიშიანი პლაჟი, 7 რესტორანი, საცურაო აუზი, სპა ცენტრი |














