+(995 32) 210 20 80

სიცილიის შემდეგ სიდიდით მეორე კუნძული. კამკამა ზურმუხტისფერი ზღვის, ულამაზესი პლაჟებისა და ფეშენებელური სასტუმროების წყალობით სარდინია ბოლო 50 წლის განმავლობაში უამრავ დამსვენებელს იზიდავს. სარდინიის სამხრეთ ნაწილი ცნობილია ოქროსფერ ქვიშიანი პლაჟებით, პალმებისა და ფიჭვების ტყეებით, გამჭვირვალე და კამკამა ზღვის წყლით. Santa margerita di Pula-ს რაიონში მდებარეობს ცნობილი სასტუმროების კომპლექსი Forte Village. წყალქვეშა ცურვის მოყვარულებისთვის სანაპიროსთან ახლოს არის 4 ჩაძირული ხომალდი და წყალქვეშა რიფები.
მდიდრული სასტუმროებით განსაკუთრებით ცნობილია კოსტა სმერალდას სანაპირო.
სარდინიას ახასიათებს რბილი სუბტროპიკული კლიმატი, ზაფხულში ტემპერატურა +30 გრადუსია, ივლისი – აგვისტოში ზღვის ტემპერატურა 24-25 გრადუსამდე თბება.
აეროპორტები მდებარეობს ქალაქებში: კალიარი, ოლბია და ალგიერო. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ბორანის საშუალებითაც.
სარდინიული სამზარეულო გამოირჩევა მრავალფეროვანი სალათებითა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტით.

| კატეგორია | 5* |
| მისამართი | Santa Margherita di Pula Cagliari |
| უბანი | კომპლექსის FORTE VILLAGE RESORT-ის ერთერთი სასტუმრო ბუნგალოების სტილში |
| ვებ გვერდი | www.fortevillageresort.com/en/luxury-hotels-sardinia/hotel-le-dune |
| სასტუმროს მომსახურება | კომპლექსში შემავალი ყველა სასტუმროს მომსახურებით სარგებლობა, თალასოთერაპია, საბავშვო კლუბი, სპორტულ გასართობი ცენტრი და ა.შ |

| კატეგორია | მიშლენის 1* |
| მისამართი |
via Cavour 26, Portoscuso |
| სამუშაო დღეები | აპრილიდან ოქტომბრამდე, დაკეტილია კვირაობით |
| სამზარეულო | ზღვის პროდუქტები |
| საშუალო ღირებულება |
Carte: 68€/95€ |














